ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია 1 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვის დადგენილების პროექტის შესახებ განმარტებას აკეთებს.

საქმე ის არის, რომ რუსეთში სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი დეკემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. გადაწყვეტილების შესაბამისი დოკუმენტი სამინისტრომ უკვე შეიმუშავა, რომლის მიხედვით აკრძალვა მხოლოდ ბელარუსს არ შეეხება.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ გარკვეული დაბნეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ასოციაცია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ( კოდი 1001 11 და 1001 19) ეხება, რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება, აღნიშნული კატეგორიის ხორბალი შეადგენს რუსეთის ხორბლის მთლიანი მოსავლის 1%-ს ).

„აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც პურის ინდუსტრიაში გამოიყენება და რომელიც საქართველოში შემოდის. აქედან გამომდინარე არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე – გვინდა აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოში დღეს არსებობს 2 თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ შეუფერხებლად ხორციელდება, შესაბამისად ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება“, – განმარტავენ ასოციაციაში.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…